კევინ დე ბრუინი კარიერას „ნაპოლიში“ გააგრძელებს. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ვეტერანმა ბელგიელმა ნახევარმცველმა იტალიურ კლუბთან 2+1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაში 27 მილიონ ევროს მიიღებს. ის „ნაპოლის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
დე ბრუინმა 2015-2025 წლებში „მანჩესტერ სიტიში“ 422 მატჩში 108 გოლის გატანა მოახერხა და კლუბის ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა. მანამდე 33 წლის ბელგიელი „გენკში“, „ჩელსიში“, „ვერდერსა“ და „ვოლფსბურგში“ თამაშობდა.