ტურინის „იუვენტუსმა“ ნიკოლო სავონას ახალი კონტრაქტი გაუფორმა, რომლის მიხედვით ფეხბურთელი იტალიურ გრანდში 2030 წლის ზაფხულამდე დარჩება.
სავონა „იუვენტუსის“ აკადემიის აღზრდილია, ძირითად გუნდში კი, შარშან დააწინაურეს. გასულ სეზონში მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 37 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
22 წლის სავონა პოზიციით მარჯვენა მცველია, მაგრამ ცენტრალურ მცველად თამაშიც შეუძლია.