ფეხბურთი

22:50 | 12.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლონდონის "ტოტენჰემს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარ მწვრთნელად ტომას ფრანკი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

დანიელმა სპეციალისტმა ენჯ პოსტეკოღლუ შეცვალა და „დეზებთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ფრანკი 2018 წლიდან „ბრენტფორდში“ მუშაობდა, თანაც დიდი წარმატებით, ხოლო მანამდე „ბრონდბიუსა“ და დანიის ასაკობრივ ნაკრებებს ავარჯიშებდა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.169412