კალათბურთი

0:36 | 13.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას საოცარი თამაში და MVP-ის ჯილდო ფინალური სერიის პირველ მატჩში

იტალიის სერია A-ს ფინალური სერიის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ბრეშა“ 90:87 დაამარცხა და დაწინაურდა.

ბოლონიელებმა ბოლო პერიოდში შეძლეს 7 ქულით გამარჯვება, რაც გადამწყვეტი გამოდგა, რადგან მანამდე უპირატესობას „ბრეშა“ ფლობდა.

თორნიკე შენგელია საუკეთესო იყო. ქართველმა კალათბურთელმა 29 წუთში 29 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 14-დან 12 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა. თორნიკე ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო და მატჩის MVP გახდა.

სერის მეორე მატჩი 14 ივნისს, ისევ ბოლონიაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.17354