ფეხბურთი

1:00 | 13.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე პირველი ტური დასრულდა

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე პირველი ტურის ოთხი მატჩი გაიმართა. B ჯგუფში გერმანიის ნაკრებმა სლოვენიას ადვილად, 3:0 სძლია. „შტუტგარტის“ ნიჭიერმა ფორვარდმა ნიკ ვოლტემადემ ჰეთ-თრიქი შეასრულა და ბომბარდირთა დავაშიც დაწინაურდა.

ამავე ჯგუფში მეორე ფავორიტმა და მოქმედმა ჩემპიონმა ინგლისმა ჩეხეთს 3:1 სძლია და ტურნირზე სტარტი გამარჯვებით აიღო. მეორე ტურში 15 ივნისს, გერმანია ჩეხეთს, ხოლო ინგლისი სლოვენიას შეხვდება.

D ჯგუფში დანიამ უკრაინა 3:2 დაამარცხა. უკრაინელებმა ორჯერ იგებდნენ, მათ შორის 82-ე წუთამდეც, მაგრამ ბოლოს მაინც უქულოდ დარჩნენ, რადგან დანიამ ბოლო წუთებში თამაში შეატრიალა და გაიმარჯვა. ნიდერლანდების ნაკრებმა მოულოდნელად ფინეთს ვერ მოიგო. მეტიც, მარცხს გადაურჩა, რადგან 0:2 მარცხდებოდა და ქულის გადარჩენისთვის ბრძოლა მოუწია. მეორე ტურში დანია ნიდერლანდებს და ფინეთი უკრაინას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.112507