გერმანიის საფეხბურთო ნაკრების მაისურში გამოწყობილი გოგონა, რომლის ფოტოებსაც ახლა შესცქერით, წარმოშობით შვაბი ასული საბრინა ენგეა. საბრინა არც მოდელია და არც მსახიობი, ბულვარული მედიის ყურადღება რომ მიიპყრო, მაგრამ „ყვითელ“ მოკალმეებს“ იგი სულ სხვა კუთხით აინტერესებთ.
არცთუ დიდი ხნის წინ, საბრინა ენგე გერმანიის ნაკრებისა და დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელს, ნიკო შლოტერბეკს ხვდებოდა და მათი ურთიერთობა იმდენად სერიოზული იყო, რომ ფეხბურთელმა სატრფო ყატარშიც კი ჩაიყვანა „ბუნდესნაკრების“ საქომაგოდ.
გამოხდა ხანი და ნიკო შლოტერბეკმა განაცხადა, რომ თავისუფალი მამაკაცის სტატუსით სარგებლობს, რაც ცხადია სიგნალი იყო გერმანელი და არამხოლოდ გერმანელი ასულებისთვის მის „მოსაჩანგლად“. ხოლო სად გაქრა საბრინა და რა იყო წყვილის დაშორების მიზეზი, განსაკუთრებულმა ჭორთმოყვარეებმაც კი ვერ გაიგეს.