ფეხბურთი

10:29 | 13.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ჯანი ინფანტინო: "წლევანდელი ჩემპიონატი ისტორიულია, რადგან ეს ახალი ეპოქის დასაწყისია"

FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფრანტინომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ისაუბრა. მისი თქმით, 2025 წლის ჩემპიონატი ისტორიულია, რადგან ეს ახალი ეპოქის დასაწყისია.

"წელს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით პირველად ჩატარდება, ეს ისტორიულია, რადგან ფეხბურთისთვის ახალი ეპოქის დასაწყისია, განსაკუთრებით კი საკლუბო ფეხბურთისთვის. ყველაფერი 1930 წელს პირველად ჩატარებულ ჩემპიონატს ჰგავს, რომელზეც დღესაც ლაპარაკობენ, ვფიქრობ ასე იქნება ამ შემთხვევაში."

"ჩვენი სურვილია, ფეხბურთი უფრო მასიური გავხადოთ, რადგან საკლუბო ფეხბურთის მხრივ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაა განვითარებული. ამიტომ გვინდა შანსი სხვა კონტინენტის კლუბებსაც მივცეთ. ყოველთვის გვაკრიტიკებენ და ამას შეგუებულები ვართ. ჩვენ არ გვსურს, რომ თამაშებმა მაყურებლების გარეშე ჩაიარონ, ამიტომ სტუდენტებისთვის ფასდაკლებები გავაკეთეთ, თუმცა ხალხმა ეს გადაწყვეტილებაც გააკრიტიკა." - განაცხადა ინფანტინომ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით წელს პირველად ჩატარდება და მასში მონაწილეობას ჯამში 32 გუნდი მიიღებს. ტურნირი აშშ-ში ჩატარდება, სტარტს 15 ივნისს აიღებს და 13 ივლისს დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.17503