UFC-ის ბრაზილიელმა მებრძოლმა ჩარლზ ოლივეირამ ილია თოფურიაზე მორიგი კომენტარი გააკეთა, მისი თქმით "მატადორი" ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ქვემსუბუქი წონის დივიზიონიდან ამოვიდა.
"ილია თოფურია კარგი მებრძოლია და კარგი კრივი აქვს, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს, რომ ქვემსუბუქი დივიზიონიდან ამოვიდა და ფრთხილად უნდა იყოს და ამავდროულად პატივისცემა გამოიჩინოს, რადგან ჩვენ მათზე ძლიერი დარტყმები გვაქვს." -განაცხადა ჩარლზ ოლივეირამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ქამარი თავისი სურვილით დათმო და ზედა წონაში გადაინაცვლა, სადაც საჩემპიონო ბრძოლას 28 ივნისს UFC 317-ზე ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართავს.