საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის გიორგი ქოჩორაშვილის კარიერაში ახალი ეტაპი იწყება, ქართველი 1 ივლისიდან ლისაბონის "სპორტინგს" ოფიციალურად შეუერთდება და ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგება.
დღეს, პორტუგალიური გამოცემა record.pt-მა გიორგი ქოჩორაშვილტან დაკავშირებით საინტერესო სიახლე გაავრცელე, მათი თქმით, "სპორტინგმა" ქართველ ფეხბურთელის ფიზიკურ მზადყოფნაზე ზრუნვა უკვე დაიწყო და მას მოსამზადებლად სპეციალური პროგრამა გაუგზავნა.
"უმაღლეს დონეზე სათამაშოდ ყველა დეტალს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რაც კაპიტანმა ამერიკამ (გიორგი ქოჩორაშვილი) ძალიან კარგად იცის. ის "სპორტინგის" გასაძლიერებლად მოდის და ჩვენი ინფორმაციით ქართველი ფეხბურთელი დიდი მონდომებით ემზადება პროგრამით, რომელიც მას "სპორტინგმა" მიაწოდა. - წერს გამოცემა გიორგიზე.
შეგახსენებთ, რომ "სპორტინგმა" გიორგი ქოჩორაშვილის ტრანსფერი იანვარში დახურა და გუნდს ოფიციალურად 1 ივლისიდან შეუერთდება.
გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტეს“ 2019 წელს შეუერთდა და მალევე, ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა „ბილბაოს“ წინააღმდეგ. შემდეგ ის „კასტელონში“ იყო განათხოვრებული, ხოლო ვალენსიური კლუბის ძირითადი შემადგენლობის უცვლელ წევრად 2023 წლიდან იქცა. მან ყველა ტურნირზე ვალენსიური კლუბის მაისურით 66 მატჩი ჩაატარა 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.