ფეხბურთი

14:03 | 13.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

კაილ უოკერის შეძენით თურქული კლუბი დაინტერესდა

35 წლის ინგლისელი მცველმა კაილ უოკერმა შესაძლოა საფეხბურთო კარიერა თურქეთის სუპერ ლიგაში გააგრძელოს. ინგლისელის დამატებით "ფენერბაჰჩეა" დაინტერესებული.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქი სპორტული ჟურნალისტი იაგიზ საბუნქოღლუ ავრცელებს. მისი მტკიცებით, საქმე სერიოზულადაა და თურქულმა მხარემ "მანჩესტერ სიტისთან" ტრანსფერზე ოფიციალური მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

კაილ უოკერი პეპ გვარდიოლას სათამაშო გეგმებში, რომ აღარ ჯდება, ეს უკვე არ ახალი ამბავია, რის გამოც მარჯვენა მცველმა 2024-2025 წლების სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით "მილანში" გაატარა, რომელსაც კონტრაქტის მიხედვით გამოსყიდვის უფლებაც აქვს, თუმცა "როსონერი" ამ შესაძლებლობის გამოყენებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ უოკერი "სიტის" რიგებს 2017 წელს "ტოტენჰემიდან" შეუერთდა. მისი სატრანსფერო ღირებულება ამ დროისთვის დაახლოებით 6-8 მილიონ ევრომდე მერყეობს.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.166262