გორის „დილას“ 49 წლის იტალიელი სპეციალისტი დიეგო ლონგო გაწვრთნის. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ის „დილაში“ გადასვლამდე იტალიის სერია C-ს კლუბ “სესტრის " წვრთნიდა, მანამდე კი ასევე მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებდა ალბანურ კლუბებში "ტეუტა" "ფლამურტასა" და "კუკესში".
ასევე იყო მთავარი მწვრთნელის ასისტენტი კიევის „დინამოში", საუდის არაბეთის "ალ ჰილალში" და ბერძნულ „პაოკში"
იტალიელს სანაკრებო გამოცდილებაც აქვს“ ლონგო 2009-11 წლებში რუმინეთის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ გორის „დილა“, რომელიც ეროვნულ ლიგაში მეორე ადგილზეა და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ცოტა ხნის წინ რიკარდო კოშტამ დატოვა, რომელმაც კარიერა პორტუგალიაში გააგრძელა.