ტურინის „იუვენტუსმა“ იგორ ტუდორს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ტუდორმა „იუვესთან“ ახალი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა და სეზონში 2.4 მილიონ ევროს მიიღებს. კლუბის ახალმა გენერალურმა დირექტორმა დამიენ კომოლიმ ხორვატ სპეციალისტს ნდობა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, რომ იგორ ტუდორმა „იუვენტუსი“ მარტში ტიაგო მოტას გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა და დასახულ მიზანს მიაღწია - გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანა.
ტუდორს სამწვრთნელო კარიერაში სპლიტის "ჰაიდუკში", "გალათასარაიში", "პაოკში", "უდინეზეში", "ვერონაში", "მარსელსა" და "ლაციოში" უმუშავია, ხოლო 1998-2005 წლებში "იუვენტუსის" რიგებში თამაშობდა.