ფეხბურთი

20:32 | 13.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პოლ პოგბა ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება და შესაძლოა, ფრანგულ გუნდში გადავიდეს

პოლ პოგბა შესაძლოა, ფეხბურთს თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდეს. Sky Sport-ის ინფორმაციით, ფრანგი ფეხბურთელი „მონაკოში“ შეიძლება აღმოჩნდეს.

პოგბასა და „თავადებს“ შორის მოლაპარაკებების პროცესი დადებით მიმდინარეობს. სხვა დეტალები უცნობია, მაგრამ პოლი თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ კლუბში გადაბარგება შეუძლია.

პოგბამ ბოლოს 2023 წლის ოქტომბერში ითამაშა, შემდეგ დოპინგზე ჩავარდნის გამო დისკვალიფიკაცია მისცეს, რომელსაც ვადა მარტში გაუვიდა.

ფრანგ ნახევარმცველს კარიერის განმავლობაში ფრანგულ კლუბში არასდროს უთამაშია, მის კარიერაში აქამდე მხოლოდ ორი კლუბი იყო - „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ტურინის „იუვენტუსი“.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.175073