ფეხბურთი

21:42 | 13.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი: "საქართველოს ძლიერ მხარეებს უნდა ვუპასუხოთ"

საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟერალ ბატიკლმა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოსთან მატჩამდე ისაუბრა.

მან შეაქო რამაზ სვანაძის გუნდი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ძლიერ მხარეებზე ილაპარაკა:

„საქართველომ პოლონეთთან ძალიან კარგად ითამაშა და ბოლო წუთებზე გაიმარჯვა. ამ სამი ქულის წყალობით მათ თავდაჯერებულობა მოიპოვა. ამ გუნდს დიდი ენერგია აქვს, მათ მამაცი ფეხბურთელები ჰყავთ და თავს აგრესიულად იცავენ. საქართველოს შეუძლია, როგორც ამოწუელი დაცვით თამაში, ასევე, მეტოქის შეტევებზე ლოდინი, რათა შემდეგ კონტრშეტევაში სწრაფად გადავიდეს.

მათ მაღალი ფეხბურთელები ჰყავთ, რაც სტანდარტული სიტუაციების დროს სახიფათო გუნდად აქცევს, მაგალითად, პოლონეთთან პირველი გოლის მსგავსად. გაფრთხილება მიღებულია, ახლა ჩვენზე დამოკიდებული, რომ ყურადღებით ვიყოთ და ამ ძლიერ მხარეებს ვუპასუხოთ“, - თქვა ბატიკლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩს 14 ივნისს, ისევ ჟილინაში, თბილისის დროით 23:00 საათზე საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს. პირველი ტურის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.091814