UFC-ის ქართველი მებრძოლი ილია თოფურია ჟურნალისტებს ესაუბრა, სადაც ის პერიოდი გაიხსენა, სანამ ჩარლზ ოლივეირასთან მისი ორთაბრძოლა ოფიციალურად გამოცხადდებოდა. "მატადორმა" ისლამ მახაჩევი და ხაბიბ ნურმაგომედოვი გააკრიტიკა.
"ისლამ მახაჩევი და ხაბიბ ნურმაგომედოვი გაუთავებლად აცხადებდნენ, რომ სატიტულო ორთაბრძოლა არ მქონდა დამსახურებული და მასთან შესახვედრად ვინმე უნდა დამემარცხებინა. ისინი ცდილობდნენ თავი მნიშვნელოვან ფიგურად წარმოეჩინათ. ისე იქცევიან, თითქოს ეს სპორტი მათ გამოიგონეს. მახსოვს, ისლამი როგორ ყვიროდა, ქამარს ვაკანტურს არ გავხდი, მან უნდა დაიმსახუროს. ახლა ნახეთ რა მოხდა, მას ქამარი დაათმობინეს, მე კი სატიტულო ჩხუბი მაქვს" - განაცხადა ილია თოფურიამ.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია 28 ივნისს მსუბუქი დივიზიონის სატიტულო ქამარზე იბრძოლებს, სადაც მისი მეტოქე ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა იქნება.
იქამდე კი, სანამ UFC-ი ამ ბრძოლას ოფიციალურად გამოაცხადებდა, საუბრობდნენ, რომ ილიას ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა, თუმცა სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც ბელალ მუჰამედი საჩემპიონო ორთაბრძოლაში ჯეკ დელა მადალენასთან დამარცხდა. ამ ყველაფერმა განაპირობა ის, რომ ისლამმა ქამარი დათმო და ზედა დივიზიონში გადაინაცვლა.