26 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი სათამაშოდ საუდის არაბეთში არ წავა, მან და მისმა აგენტმა მოლაპარაკებები "მანჩესტერ იუნაიტედთან" განაახლეს.
აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა Foot Mercato ავრცელებს. წყაროს მტკიცებით მხარეებს შორის მოლაპარაკებები განახლებულია, ინგლისელთა შეთავაზება კი უცვლელია, რომლის მიხედვითაც ოსიმენის წლიური ხელფასი 12 მილიონი ევრო იქნება, ხოლო "ნაპოლი" აღნიშნული გარიგებიდან 75 მილიონს მიიღებს.
შეგახსნებთ, რომ ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლის" საკუთრებაა და გასული სეზონი "გალათასარაის" შემადგენლობაში გაატარა, სადაც თურქეთის სუპერლიგის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. ნიგერიელმა ჩატარებულ 41 მატჩში 37 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.