ფეხბურთი

23:30 | 13.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" "ემპოლიდან" 20 წლის მცველი დაიმატა

„ნაპოლიმ“ „ემპოლის“ ნიჭიერი ცენტრალური მცველი ლუკა მარიანუჩი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

20 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ნეაპოლელებმა ტოსკანელებს 9 მილიონი ევრო გადაუხადეს. ლუკამ „აძურისთან“ კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის „ნაპოლის“ მეორე ახალწვეულია კევინ დე ბრუინის შემდეგ.

ლუკა მარიანუჩიმ გასულ სეზონში „ემპოლიში“ თავი კარგი თამაშით გამოიჩინა და 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.089537