ფეხბურთი

0:11 | 14.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ნიკო უილიამსის ტრანსფერზე მუშაობს

„ბარსელონა“ „ბილბაოდან“ ნიკო უილიამსის ტრანსფერზე გააქტიურდა. როგორც Sport-ი იტყობინება, „ბარსას“ სპორტული დირექტორი დეკუ ფეხბურთელის აგენტს შეხვდა.

უილიამსის გამოსასყიდი ფასი 62 მილიონი ევროა და როგორც ჩანს, „ბარსელონა“ მის გადახდას აპირებს. გარდა ამისა, ვრცელდება ცნობა, რომ ნიკოს „ბლაუგრანაში“ გადასვლა სურს, მიუხედავად იმისა, რომ მას მიუნხენის „ბაიერნი“ და „არსენალიც“ ეპატიჟებიან.

ნიკო უილიამსმა „ბილბაოში“ 2020 წლიდან დღემდე 167 მატჩში 31 გოლის გატანა მოახერხა.

0.162922