„ესპანიოლის“ მეკარე ჟოან გარსია კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით, "ბარსამ" თანაქალაქელ კლუბს ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა, 25 მილიონი ევრო უკვე გადაუხადა.
შედეგად, ტრანსფერი უახლოეს მომავალში ოფიციალურად დადასტურდება. ესპანელი მეკარე „ბარსასთან“ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. გარსიას ტრანსფერით კიდევ უფრო იზრდება იმის შანსი, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა გუნდი დატოვოს.
ჟოან გარსია „ესპანიოლის“ აღზრდილია, რომლის რიგებში 67-ჯერ ითამაშა.