ფეხბურთი

1:17 | 14.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"სპორტინგსა" და გიოკერეშის აგენტს შორის უთანხმოებაა

ლისაბონის „სპორტინგის“ ბომბარდირის, ვიქტორ გიოკერეშის მიმართ დიდი ინტერესია, მაგრამ კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს შორის სიტუაცია დაიძაბა.

როგორც შვედი ფორვარდის აგენტმა ჰასან ჩეტინკაიამ განაცხადა, „სპორტინგთან“ ჰქონდა შეთანხმება, რომლის თანახმად, კლუბს ფეხბურთელი 60 მილიონის და 10 მილიონის ბონუსის ფარგლებში უნდა დაეთმო. თუმცა, პორტუგალიური კლუბის პრეზიდენტი ფრედერიკო ვარანდასი ამ შეთანხმებას უარყოფს. A Bola წერს, რომ შეიძლება „სპორტინგმა“ გიოკერეში 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაუშვას.

ფეხბურთელით რამდენიმე გუნდია დაინტერესებული, ყველაზე მეტად მას „არსენალს“, „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „იუვენტუსს“ უკავშირებენ.

ვიქტორ გიოკერეში „სპორტინგს“ 2023 წელს „ქოვენთრი სიტიდან“ შეუერთდა და ლისაბონურ კლუბში ჩატარებულ 102 მატჩში 97 გოლი აქვს გატანილი, რაც შთამბეჭდავი მაჩვენებელია.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.0936