ფეხბურთი

1:49 | 14.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოცდილება იქნება"

„ინტერ მაიამის“ ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი საინტერესო თავგადასავალი იქნება არა მარტო ფეხბურთელებისთვის, არამედ გულშემატკივრებისთვისაც.

„საინტერესოა აქ ყოფნა და მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში, ეს შესანიშნავი ტურნირია. ახლა განსხვავებული მენტალიტეტი მაქვს, ვიდრე წარსულში, როდესაც სხვა გუნდებში ვთამაშობდი. ენერგიით და იმედი ვართ სავსე, მინდა, კარგად ვითამაშო. მოუთმენლად ველოდები საუკეთესოებთან კონკურენციას.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს სამხრეთ ამერიკული გუნდების და მთელი მსოფლიოს მასშტაბით კლუბებისთვის, რომ დიდ ევროპულ გუნდებს დაუპირისპირდნენ, გუნდებს, რომლებსაც საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავთ. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოცდილება იქნება არა მხოლოდ ყველა მოთამაშისთვის, არამედ სტადიონზე მოსული გულშემატკივრებისთვისაც“, - თქვა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 15 ივნისს, სწორედ „ინტერი მაიამის“ მატჩით გაიხსნება, რომელიც „ალ აჰლის“ დაუპირისპირდება. ამ ჯგუფში ასევე არიან „პორტუ“ და „პალმეირასი“.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.181948