ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეც საქართველოსთვის უმედლოდ დასრულდა.
66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა პირველი შეხვედრა მონღოლ ბასხუ იონდონპერენლეის იპონით მოუგო, მაგრამ მერვედფინალში ტაჯიკ ნურალი ემომალისთან ავასატე-იპონით წააგო და ასპარეზობა დაასრულა, ვერც რეპეშაჟში გადაინაცვლა, საიდანაც ბრინჯაოს შანსს მიიღებდა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი 20 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველო უმედლოდაა.