მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი იწყება, სულ რამდენიმე საათში, გახსნის მატჩი "ინტერ მაიამისა" და ეგვიპტურ "ალ-აჰლის" შორის შედგება. თამაში გამთენიისას, თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით პირველად ჩატარდება და ამიერიდან ოთხ წელიწადში ერთხელ შედგება ამ ფორმატით.
ტურნირში 32 გუნდი ითამაშებს, რომლებიც 8 ოთხგუნდიან ჯგუფში არიან განაწილებული და ჯგუფური ეტაპი შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული:
A ჯგუფი
პალმეირასი (ბრაზილია)
პორტუ (პორტუგალია)
ალ აჰლი (საუდის არაბეთი)
ინტერ მაიამი (აშშ)
B ჯგუფი
პარი სენ-ჟერმენი (საფრანგეთი)
ატლეტიკო (ესპანეთი)
ბოტაფოგო (ბრაზილია)
სიეტლ სანდერსი (აშშ)
C ჯგუფი
ბაიერნი (გერმანია)
ოკლენდ სიტი (ახალი ზელანდია)
ბოკა ხუნიორსი (არგენტინა)
ბენფიკა (პორტუგალია)
D ჯგუფი
ფლამენგო (ბრაზილია)
ესპერანსი (ტუნისი)
ჩელსი (ინგლისი)
ლოს ანჯელესი (აშშ)
*ლოს ანჯელესმა მექსიკური ლეონი შეცვალა, რომელიც ფიფამ ტურნირიდან გარიცხა.
E ჯგუფი
რივერ პლეიტი (არგენტინა)
ურავა რედ დაიმონდსი (იაპონია)
მონტერეი (მექსიკა)
ინტერი (იტალია)
F ჯგუფი
ფლუმინენსე (ბრაზილია)
დორტმუნდი (გერმანია)
ულსანი (სამხრეთ კორეა)
მამელოდი (სამხრეთ აფრიკა)
G ჯგუფი
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
ვიდადი (მაროკო)
ალ-აინი (საამიროები)
იუვენტუსი (იტალია)
H ჯგუფი
რეალი (ესპანეთი)
ალ-ჰილალი (საუდის არაბეთი)
პაჩუკა (მექსიკა)
ზალცბურგი (ავსტრია)
ტურნირის ფორმატი: 32 გუნდი რვა 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდება, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო მერვედფინალიდან პლეი-ოფის სისტემით გააგრძელებენ ბრძოლას. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 2025 წლის 15 ივნისიდან 13 ივლისამდე აშშ-ში გაიმართება.
"პარი სენ-ჟერმენის" კალენდარი
უკვე ცნობილია, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ჯგუფში 15 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება, 20 ივნისს, 05:00 საათზე ბრაზილიურ „ბოტაფოგოს“, ხოლო ბოლო ტურში 23 ივნისს, 23:00 საათზე ამერიკულ „სიეტლ საუნდერსს“. ასე რომ, პსჟ-ს და კვარას ივნისში და ალბათ ივლისშიც, ახალი თავგადასავალი ელოდებათ და კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსიც ექნებათ.