„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია 2025 წლის ოქროს ბურთის 10 პრეტენდენტს შორისაა.
გამოცემა businessday-მ შეადგინა ათეული, რომელშიც ის ფეხბურთელები შეიყვანა, რომლებსაც წყაროს ვერსიით, ოქროს ბურთის მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვთ.
„პსჟ-ში იანვარში კვარაცხელიას გადასვლამ გუნდს ლიგა 1-ის კიდევ ერთი ტიტულისა და ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოპოვების გზაზე სტიმული მისცა. ქართველმა გარემარბმა ორივე ტურნირში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, გადამწყვეტ მომენტებში გოლები და საგოლე პასები მიითვალა“, - წერს გამოცემა.
კვარაცხელიას გარდა, აღნიშნული საიტის ვერსიით, ოქროს ბურთის პრეტენდენტთა ათეულში არიან აშრაფ ჰაკიმი (პსჟ), ნუნუ მენდეში (პსჟ), კილიან მბაპე (რეალი), დეზირე დუე (პსჟ), რაფინია (ბარსელონა), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ვიტინია (პსჟ), უსმან დემბელე (პსჟ) და ლამინ იამალი (ბარსელონა).