ფეხბურთი

20:03 | 14.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტის“ ერთ-ერთი ლიდერი შესაძლოა „ბენფიკაში“ ან „გალათასარაიში“ გადავიდეს

„გალათასარაი“ განიხილავს „მანჩესტერ სიტის“ 30 წლის ნახევარმცველის, ბერნარდო სილვას, შეძენის ვარიანტს მას შემდეგ, რაც თურქულმა კლუბმა თავდამსხმელ ლეროი ზანეს ტრანსფერი დაასრულა. ამის შესახებ იტყობინება A Bola.

წყაროს ცნობით, „გალათასარაიმ“ შესაძლოა კონკურენცია გაუწიოს „ბენფიკას“, რომელიც ასევე დაინტერესდა პორტუგალიელი ფეხბურთელით. ხაზგასმულია, რომ თურქულ გიგანტს სილვას შეძენის უფრო დიდი შანსი აქვს, რადგან მათ შეუძლიათ ნახევარმცველისთვის უფრო მაღალი ხელფასის უზრუნველყოფა.

სილვა „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში 2017 წლის ზაფხულიდან თამაშობს. გასულ სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა, ხუთი ბურთი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა. ბერნარდოს ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093269