„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი გონსალო რამოში ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედის და მიმდინარე ზაფხულს გუნდის დატოვება მოუწევს. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იტყობინება.
23 წლის პორტუგალიელი პსჟ-ში გასულ სეზონში მხოლოდ როტაციის დროს თამაშობდა, მიუხედავად ამისა, 18 გოლის გატანა მაინც მოახერხა, რაც მცირე სათამაშო დროიდან გამომდინარე შესანიშნავი შედეგია.
რამოში პსჟ-ს 2023 წელს „ბენფიკადან“ შეუერთდა და დღემდე 81 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა. მანამდე ის ლისაბონურ გუნდში თამაშობდა. ჯერჯერობით, უცნობია, სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.