„ტოტენჰემის“ ახალი მთავარი მწვრთნელი თომას ფრანკი შესამჩნევად გაიუმჯობესებს თავის მატერიალურ მდგომარეობას - წერსThe Times.
წყაროს ცნობით, „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი მას სამი წლის განმავლობაში 8 მილიონ გირვანქას (9.4 მილიონი ევრო) მოუტანს, რაც სამჯერ მეტია, ვიდრე „ფუტკრებში“ მუშაობის დროს.
გასული სეზონის ბოლოს, „ტოტენჰემმა,“ ანგელოს პოსტეკოღლუს ხელმძღვანელობით, ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრლში მე-17 ადგილი დაიკავა 38 ქულით და ასევე მოიგო ევროპა ლიგა.