მადრიდის „ატლეტიკო“ „ლივერპულის“ 31 წლის ფეხბურთელ ენდრიუ რობერტსონს მარცხენა მცველის პოზიციის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მიიჩნევს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.
წყაროს ცნობით, მადრიდელებს შესაძლოა სირთულეები შეექმნათ შოტლანდიელი ფეხბურთელის შესაძლო გაფორმებასთან დაკავშირებით, რადგან მერსისაიდელები მას ძალიან აფასებენ, მიუხედავად „ბორნმუთიდან“ 21 წლის მარცხენა მცველის მილოშ კერკეზის მისვლისა.
ხაზგასმულია, რომ „ატლეტიკოსთვის“ მხოლოდ „მილანის“ ფეხბურთელი თეო ერნანდესია უფრო პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე, ვიდრე რობერტსონი.
გასულ სეზონში 31 წლის მცველმა ყველა შეჯიბრში 45 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.