„ლაიპციგის“ თავდამსხმელი ბენიამინ შეშკო შესაძლოა გერმანიის ბუნდესლიგაში დარჩეს. Bild-ის ცნობით, „ბაიერნი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას 22 წლის სლოვენიელის ტრანსფერს გეგმავს. პოტენციური გარიგების ღირებულება 88 მილიონი ევროა.
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ლაიპციგის“ თავდამსხმელის ტრანსფერში ფავორიტი ინგლისური „არსენალია“, რომელიც ზაფხულში შეტევის გაძლიერებას ცდილობს. წყაროს ცნობით, გერმანიის ჩემპიონებმა შეშკოს მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გასული ზაფხულიდან გამოთქვეს.
გასულ სეზონში ბენიამინ შეშკომ „ლაიპციგის“ რიგებში 45 მატჩი ჩაატარა. მას 21 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა მოუგროვდა უეფას ჩემპიონთა ლიგაზე, ბუნდესლიგასა და გერმანიის თასზე.