ფეხბურთი

0:09 | 15.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ სიტის“ ახალწვეული შერკი: „ვფიქრობ, კარიერაში საუკეთესო სეზონი მქონდა“

„მანჩესტერ სიტის“ ახალწვეულმა ნახევარმცველმა რაიან შერკიმ გასულ სეზონზე ჟურნალისტებს შთაბეჭდილებები გაუზიარა.

"კმაყოფილი ვარ სეზონით, მაშინაც კი, თუ 18-ჯერ უკეთ შემიძლია თამაში. დღეს ჩემი ერთადერთი სურვილი მოედანზე ყოფნაა... ვფიქრობ, ყველა ასპექტში წინ გადავდგი ნაბიჯი: ეფექტურობა, თავდაცვითი მუშაობა, ბურთის გარეშე ძალისხმევა...

ყველამ იცის ჩემი შეტევითი სტილი, დრიბლინგი, პასები... ამაზე მეტად არ მიმუშავია, არამედ იმაზე, თუ ვინ მინდა გავხდე და ეს არის განსხვავება“, - ციტირებს შერკის სიტყვებს City Xtra.

ჟორჟ მიქაუტაძის თანაგუნდელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 44 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 ბურთი გაიტანა და 20 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.093565