ფეხბურთი

3:17 | 15.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნოდარ ლომინაძე: "ბოლოს მეტი კონცენტრაცია გვჭირდებოდა, გამოცდილებით გვაჯობეს"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა ნოდარ ლომინაძემ ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საფრანგეთთან მარცხის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ბოლოს კონცენტრაცია დააკლდათ, მეტოქემ კი, ამით ისარგებლა.

„განწყობა ცოტა სევდიანია, მაგრამ ჩვენი თავის გვჯერა, მარტივად და სწრაფად შევძლებთ ჩვენს თავში ძალის პოვნას, რადგან ბევრისთვის, უმეტესობისთვის პორტუგალიასთან ახალგაზრდულ ნაკრებში ბოლო თამაში იქნება და ვეცდებით, რომ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ, დანარჩენს თამაში გვიჩვენებს.

ვიცოდით, რა გველოდა, რა სისწრაფეებთან და გამძლეობასთან გვექნებოდა დაპირისპირება. ვფიქრობ, თავი ნორმალურად გავართვით, რაღაცებში ფიზიკურობიდან გამომდინარე გვიჭირდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ნორმალური თამაში იყო. პატარა შეცდომები დავუშვით, რასაც გავითვალისწინებთ და უფრო ძლიერები დავბრუნდებით.

ჩემი აზრით, ბოლოს უფრო მეტი კონცენტრაცია იყო საჭირო, რაღაც მომენტში ალბათ უკვე მოგებული გვეგონა ეს თამაში. გამოცდილებიდან გამომდინარე გვაჯობეს და უფრო მეტი ძალა გამოიჩინეს“, - თქვა ლომინაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრებს ორი ტურის შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში მესამე ადგილზეა, ბოლო ტურში კი, 17 ივნისს, ქალაქ ტრენჩინში, პორტუგალიას შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.105908