ფეხბურთი

11:43 | 15.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონი გატუზოს დანიშვნაზე: "საუკეთესო შესაძლო არჩევანი გავაკეთეთ"

იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი ჯენარო გატუზო იქნება. ეს ინფორმაცია ჯანლუიჯი ბუფონმა დაადასტურა, რომელიც ნაკრებში გუნდის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს.

„ვიმუშავეთ, ახლა საბოლოო დეტალებს ველოდებით. პრეზიდენტს და მთელ ფედერაციას საკმაოდ დაძაბული დღეები ჰქონდა. ვფიქრობ, რომ საბოლოოდ, საუკეთესო შესაძლო არჩევანი გავაკეთეთ“, - თქვა ბუფონმა.

გატუზოს ვარიანტზე იტალიაში მას შემდეგ გადაერთნენ, რაც კლაუდიო რანიერიმ და სტეფანო პიოლიმ უარი თქვეს „სკუადრა აძურაში“ მუშაობაზე.

ჯენარო გატუზოს იტალიის ნაკრებში 73 მატჩი აქვს ჩატარებული და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მას არაერთ გუნდში უმუშავია, მათ შორის, „მილანში“, „პალერმოში“, „ნაპოლიში“, „პიზაში“, „ვალენსიაში“, „სიონში“, „მარსელსა“ და „ჰაიდუკში“.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092072