კალათბურთი

10:28 | 15.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის "ტენერიფემ" სეზონი ნახევარფინალში მარცხით დაასრულა

გიორგი შერმადინის „ტენერიფე“ ესპანეთის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნახევარფინალში გამოეთიშა და „ვალენსიასთან“ სერია 0:3 წააგო.

სერიის მესამე შეხვედრა „ტენერიფემ“ „ვალენსიასთან“ საკუთარ მოედანზე 87:94 დათმო და სეზონი დაასრულა.

შერმადინმა 17 წუთში 8 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 8-დან 3 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

„ვალენსია“ ესპანეთის ჩემპიონატის ფინალში მადრიდის „რეალს“ ან მალაგას „უნიკახას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.086977