მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი გაიხსნა. პირველი მატჩი მასპინძელ „ინტერ მაიამისა“ და ეგვიპტურ „ალ-აჰლის“ შორის გაიმართა და უგოლოდ დასრულდა.
უპირატესობას „ალ-აჰლი“ ფლობდა, მოგებასაც იმსახურებდა, მაგრამ „ინტერ მაიამის“ მეკარე ოსკარ უსტარი შეუდარებელი იყო: 8 დარტყმა მოიგერია, მათ შორის, პენალტიც. შემთხვევითი არაა, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 38 წლის არგენტინელი მეკარე დასახელდა.
ამრიგად, საკლუბო მუნდიალი უგოლოდ გაიხსნა. დღეს კიდევ რამდენიმე მატჩია: „ბაიერნი“ – „ოკლენდ სიტი“ (20:00), პსჟ - „ატლეტიკო“ (23:00), „პალმეირასი“ – „პორტუ“ (02:00) და „ბოტაფოგო“ – „სიეტლი“ (06:00).