ფეხბურთი

13:30 | 15.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" შესაძლოა ფედერიკო კიეზა დაიმატოს

„ლივერპულის“ შემტევი ფედერიკო კიეზა შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს. იტალიელს ინგლისური კლუბის დატოვება სურს და მისთვის პრიორიტეტია სერია A-ში დაბრუნება.

კიეზა „ლივერპულს“ შარშან შეუერთდა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა, მეტიც, შეცვლებზეც ძალიან იშვიათად უწევდა და თამაში და სეზონი მხოლოდ ორი გოლით დაასრულა.

როგორც იტალიური მედია წერს, კიეზას გადაბირებით ყველაზე მეტად „ნაპოლია“ დაინტერესებული, რომელმაც შეიძლება მოლაპარაკებები დაიწყოს „წითლებთან“ ტრანსფერის თაობაზე.

შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა „ლივერპულამდე“ ტურინის „იუვენტუსის“ და ფლორენციის „ფიორენტინას“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.080808