„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ვემზადებით მსოფლიოს ჩემპიონატისთვის, ფეხბურთელები კმაყოფილები არიან იმით, რასაც ვაკეთებთ. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და გავუმჯობესდეთ, მაგრამ მომწონს ის, რასაც ვარჯიშის დროს ვხედავ.
ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, ისტორია დავწერეთ, ბედნიერები ვართ. ამ ტურნირისთვისაც საუკეთესოდ მოვემზადეთ. ტიტულების მოგებაზე თუ საუბრობთ, შეუძლებელია მომდევნო სეზონი ამაზე უკეთესი იყოს, ოთხივე ტურნირი მოვიგეთ, რომელშიც ვმონაწილეობდით. წინ ჯერ კიდევაა მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც ძალიან ლამაზი ტურნირია. გვაქვს თავდაჯერებულობა და ამბიცია, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ, მზად ვართ.
ოქროს ბურთი? ასეთი ჯილდოები ოდნავადაც არ მაინტერესებს. თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ დემბელე იმსახურებს მოგებას, ეჭვგარეშეა.
ფეხბურთელებისა და გუნდის ამბიციებს ვხედავ, ძალიან კარგ მომენტში ვართ და გვსურს ასე გავაგრძელოთ. ტურნირს დავიწყებთ ევროპულ გუნდთან თამაშით, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ, რადგან მათ ჩემპიონთა ლიგაზე შევხვდით. რთული იქნება, იმიტომ, რომ „ატლეტიკო“ შესანიშნავი გუნდია. გვინდა მატჩების მოგება და ფინალში გასვლა“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.