ფეხბურთი

14:42 | 15.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" მათის ტელი 40 მილიონად გამოისყიდა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების თავდამსხმელი მათის ტელი მიუნხენის „ბაიერნიდან“ გამოისყიდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ნიჭიერი ფორვარდის გამოსყიდვა ლონდონელებს 40 მილიონი ევრო დაუჯდათ, რასაც ემატება 6-თვიანი იჯარის 10 მილიონიც, ასე რომ, სულ მისი ტრანსფერი 50 მილიონი ევრო დაჯდა.

ტელმა „ტოტენჰემში“ გასულ სეზონში 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.175984