„მანჩესტერ სიტის“ ახალწვეულმა ტიჯანი რეინდერსმა განაცხადა, რომ ინგლისურ კლუბში თავის მიზნებს უფრო სწრაფად მიაღწევს, ვიდრე „მილანში“ მიაღწია.
„კლუბის მნიშვნელობისა და ბოლო წლებში მოპოვებული ტიტულების გამო, „სიტის“ არჩევა ადვილი იყო, მაგრამ „მილანი“ ყოველთვის ჩემს გულში დარჩება. „სან სიროზე“ ორი დადებითი სეზონი გავატარე და მილანში ბევრი კარგი ადამიანი გავიცანო. თუმცა, ასევე სპორტულ მხარეზეც უნდა იფიქრო და ვფიქრობ, რომ აქ უფრო სწრაფად შემიძლია ჩემი მიზნების მიღწევა. ვგრძნობ, რომ ჩემი კარიერის მნიშვნელოვან მომენტში ვარ“, - თქვა რეინდერსმა.
შეგახსენებთ, რომ ტიჯანი რეინდერსი „მილანში“ 2023-2025 წლებში თამაშობდა, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ 70 მილიონ ევროდ შეუერთდა.