ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა იასპარეზა, რომელიც მედლებისთვის ვერ იბრძოლებს.
73 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტმა ბულგარელ მარკ ჰრისტოვთან მოიგო, მაგრამ მერვედფინალში აზერბაიჯანელ რაშიდ მამადალიევთან წააგო, რის შემდგომაც ტურნირს დაემშვიდობა.
ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში ნინო ლოლაძე პირველ წრეში შვეიცარიელ ბინტა ნდიაესთან დამარცხდა და ისიც უმედლოდ დარჩა. ჯერჯერობით, ბრძოლას აგრძელებს ეთერ ლიპარტელიანი, რომელმაც შეხვედრის მოგება მოახერხა.
ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუ კიმი, რუსი დარია კურბონმამადოვა და ფინელი პილა სალონენი დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში თურქმენ მაისა პარდაიევას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ეტაპზე უმედლოდაა. ლოლაძისა და შავდათუაშვილის გარდა, მედლის გარეშე გიორგი სარდალაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი დარჩნენ.