აშშ-ს ნაკრების მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ კრისტიან პულიშიჩზე ისაუბრა, რომელთანაც როგორც ჩანს, კონფლიქტი აქვს.
არგენტინელი სპეციალისტის თქმით, ის ნაკრების მწვრთნელია და არა მანეკენი:
„პატივს ვცემ პულიშიჩს და მესმის მისი, მაგრამ არ მჭირდება, რომ მან გამიგოს. ჩემი როლი და დიდი გამოცდილება მაქვს. ფეხბურთელებმა არ უნდა გამიგონ, მათ უნდა მოუსმინონ და მიჰყვნენ გეგმას. ჩვენი საქმეა შევაფასოთ, სჭირდება თუ არა ფეხბურთელს დასვენება. გვყავს პროფესიონალების, ექიმების, სპორტული მწვრთნელების ჯგუფი, რომლებსაც შეფასებების გაკეთება შეუძლიათ.
ამბობთ, რომ პულიშიჩი ჩვენი საუკეთესო ფეხბურთელია. რა თქმა უნდა, ის კარგია, მაგრამ ეს უნდა დაამტკიცოს. თუ კარგად ითამაშებს და საუკეთესო იქნება, ნორმალურია, რომ ნაკრებში ადგილი ექნება, მაგრამ არ შეუძლია თქვას, რომ ეს ან ის სურს. ფედერაციასთან კონტრაქტი გავაფორმე და ნაკრების მწვრთნელი ვარ, არა მანეკენი. მას ორ ამხანაგურ ტურნირში მონაწილეობა სურდა, მაგრამ არა ოქროს თასზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირია. ამიტომ გადავწყვიტე, არ გამომეძახებინა და სულ ესაა. თავიდან მინდოდა მისი გამოძახება, მაგრამ შემდეგ ასე გადავწყვიტე“, - თქვა პოჩეტინომ.