ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია. ქართველმა ძიუდოისტმა ბუდაპეშტში მიმდინარე წლის მთავარ ტურნირზე შესანიშნავად იასპარეზა და მედალი უკვე დაიბევა, მაგრამ ოქროს შეუტევს.
57 კგ წონით კატეგორიაში ლიპარტელიანმა სამხრეთკორეელი ჯუ კიმი, რუსი დარია კურბონმამადოვა, ფინელი პილა სალონენი და თურქმენი მაისა პარდაიევა დაამარცხა. სხვათა შორის, ყველა დაპირისპირება მან იპონით მოიგო.
ლიპარტელიანი გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატში გავიდა. ოქროს მედლისთვის ის იაპონელ მომო ტამაოკის გაეჯიბრება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს რიგებში ლიპარტელიანამდე ნინო ლოლაძემ, ლაშა შავდათუაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა და გიორგი სარდალაშვილმა გამოსვლა მედლის გარეშე დაასრულეს.