ფეხბურთი

20:05 | 15.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ უკრაინელი მცველის დამატებასთან ახლოსაა

"პარი სენ-ჟერმენი" ახლოსაა ინგლისური "ბორნმუთიდან" უკრაინელი ფეხბურთელის, ილია ზაბარნის დამატებასთან. 22 წლის მცველსა და ფრანგულ კლუბს შორის შეთანხმება მიღწეულია.

უკრაინელი პსჟ-სთან კონტრაქტის 2030 წლამდე გააფორმებს მას შემდეგ, რაც შეთანხმება უკვე კლუბებს შორისაც შედგება. პარიზელები ინგლისურ კლუბს 60 მილიონ ევროს გადაუხდიან.

ილია ზაბარნიმ კარიერა კიევის „დინამოში“ დაიწყო, საიდანაც 2022 წელს „ბორნმუთში“ გადავიდა, რომლის მაისურით დღემდე 86 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.166919