ფეხბურთი

22:10 | 15.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 10:0-ით დაიწყო (+VIDEO)

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „ოკლენდ სიტი“ 10:0 გაანადგურა.

კოლოსალური სხვაობა იყო გუნდებს შორის, თითქოს, ერთი სხვა სპორტს წარმოადგენდა, მეორე - სხვას. არცაა გასაკვირი, „ოკლენდ სიტი“ სამოყვარულო გუნდია, რომლის ფეხბურთელების ნაწილი სამსახურებიდან არ გაუშვეს ფეხბურთის სათამაშოდ ამერიკაში. დაუჯერებელია, რომ ასეთი გუნდია მსოფლიოს ჩემპიონატზე.

10:0 ტურნირის ისტორიაში სარეკორდო სხვაობაა, „ბაიერნმა“ მართლაც, რომ ივარჯიშა. ჯამალ მუსიალას ჰეთ-თრიქი, მაიკლ ოლისეს, კინგსლი კომანისა და თომას მიულერის დუბლები, ჯონათან ტაას პირველი საგოლე პასი „რეკორდმაისტერში“. მოგეხსენებათ, მიულერისთვის ეს ბოლო ტურნირია მშობლიურ გუნდში.

მეორე ტურში „ბაერნი“ „ბოკა ხუნიორსს“ შეხვდება, „ოკლენდ სიტი“ – „ბენფიკას“.

„ბაიერნი“ – „ოკლენდ სიტი“ 10:0 (6:0)

გოლები: 1:0 კომანი (6), 2:0 ბოე (18), 3:0 ოლისე (20), 4:0 კომანი (22), 5:0 მიულერი (45), 6:0 ოლისე (45), 7:0 მუსიალა (68), 8:0 მუსიალა (73, პენ), 9:0 მუსიალა (84), 10:0 მიულერი (89)

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.100654