ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მეორე ტურის მორიგი ორი მატჩი გაიმართა. B ჯგუფში ინგლისი და სლოვენია შეხვდნენ, რომლებიც დაზავდნენ.
საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ მეკარეები შესანიშნავად თამაშობდნენ და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა - 0:0. ინგლისს ორ ტურში 4 ქულა აქვს, სლოვენიას ერთი. ბოლო ტურში ინგლისი გერმანიას და სლოვენია ჩეხეთს შეხვდება.
D ჯგუფში უკრაინამ ვანატისა და ბრაგარუს გოლებით 2:0 სძლია ფინეთის ახალგაზრდულ ნაკრებს. შედეგად, უკრაინას ორ ტურში 3 ქულა აქვს, ფინეთს - 1. ბოლო ტურში უკრაინელები ნიდერლანდებს, ხოლო ფინელები დანიას შეხვდებიან.