ფეხბურთი

0:28 | 16.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა ლოჩოშვილის "სალერნიტანა" სერია C-ში გავარდნასთან ახლოსაა

„სალერნიტანა“, სადაც ლუკა ლოჩოშვილი თამაშობს, სერია C-ში გავარდნასთან ნაბიჯშია.

სერია B-ს პლეი-აუტის პირველი მატჩი სალერნოელებმა სტუმრად „სამპდორიასთან“ 0:2 წააგეს და საპასუხო შეხვედრაში აუცილებლად ორბურთიანი სხვაობით მოგება სჭირდებათ. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ლოჩოშვილი „სალერნიტანაში“ იანვრიდან იჯარით თამაშობს, რომელსაც ვადა 30 ივნისს გასდის და შემდეგ „კრემონეზეში“ უნდა დაბრუნდეს, რომელიც სერია A-ში აღზევდა. თუმცა, უცნობია, სად ითამაშებს ლუკა მომდევნო სეზონში.

„სამპდორია“ სერია C-ში გავარდნილი იყო, ისტორიაში პირველად, მაგრამ შემდეგ „ბრეშას“ ქულები დააკლეს და ამის ხარჯზე გენუურმა კლუბმა შანსი პლეი-აუტში მიიღო, ხოლო „ბრეშა“ გავარდა მესამე დივიზიონში. ამიტომაცაა „სალერნიტანას“ მეტოქე „სამპა“, თორემ ისე „ფროზინონესთან“ უნდა ეთამაშა, რომელიც თავის მხრივ, „ბრეშას“ დასჯის შემდეგ სერია B-ში პირდაპირ დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.092244