ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე მეორე ტური დასრულდა და მეოთხედფინალში გერმანიის და დანიის ახალგაზრდული ნაკრებები გავიდნენ.
B ჯგუფში გერმანიამ ჩეხეთს 4:2 მოუგო, უპირატესობა უფრო სოლიდური იქნებოდა, გერმანელები ბოლოს რომ არ მოდუნებულიყვნენ, რადგან 4:0-სან იგებდნენ. გერმანია 6 ქულით პირველია და გავიდა ჯგუფიდან, ინგლისს 4 ქულა აქვს, სლოვენიას 1 და ჩეხეთს - 0. ბოლო ტურში გერმანია ინგლისს და სლოვენია ჩეხეთს დაუპირისპირდება.
D ჯგუფიდან დანია უკვე გავიდა, რომელმაც უკრაინის შემდეგ ნიდერლანდებსაც სძლია 2:1, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან აგებდა. სხვათა შორის, დანია უკრაინასთანაც აგებდა, მაგრამ მაშინაც დააქამბექა. შედეგად, დანია 6 ქულით გავიდა ჯგუფიდან, ხოლო უკრაინას 3 ქულა აქვს, ნიდერლანდებსა და ფინეთს - თითო. ბოლო ტურში დანია ფინეთს შეხვდება, მეორე ადგილის ბედი კი, უკრაინა-ნიდერლანდების მატჩში გაირკვევა.