„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის პირველ ტურში მადრიდის „ატლეტიკოსთან“ გამარჯვების (4:0) შემდეგ ისაუბრა.
ესპანელი კმაყოფილია და ამბობს, რომ კლუბი ისევ მშიერია, მიუხედავად ჩემპიონთა ლიგის მოგებისა:
„არ მაშფოთებს ვართ თუ არა ფავორიტები. ყველას შეუძლია აზრი გამოთქვას. გვინდა, რომ ვეცადოთ, რაც შეიძლება შორს წავიდეთ, ტურნირი მოვიგოთ. ასეთ მოკლე ტურნირს შეიძლება ნებისმიერ მომენტში გამოეთიშო, ბევრი დაძაბულობა და რთული იქნება.
ფეხბურთელები სანაკრებო პაუზაზე იყვნენ, ინტენსიური მატჩებისა და მგზავრობის შემდეგ შეიძლება მეტი დრო დაგჭირდეს აღდგენისთვის, მაგრამ ოთხი ვარჯიშის შემდეგ ვფიქრობ, რომ მზად ვართ - ესაა გუნდი, რომელიც კონკურენციისთვის მზადაა. მთელი ამ სეზონის განმავლობაში მიზნად ისტორიის შექმნა დავისახეთ. ახალი თავი იწყება, რაც ნიშნავს, რომ უნდა გავაგრძელოთ საკუთარი თავის განახლება, მოგება და უმაღლეს დონეზე კონკურენცია. კლუბი მშიერია, ისევე როგორც გულშემატკივრები და ფეხბურთელები, ეს ძალიან პოზიტიურია.
ერთგულად ვასრულებთ ჩვენს საქმეს, ვიცით, რამდენად რთულია ნებისმიერი ტურნირის მოგება. ეს შრომის შედეგია და გვსურს, რომ ეს გაგრძელდეს.
ვფიქრობ, რომ ეს ძალიან გრძელი სეზონი იყო, მაგრამ ვარჯიშზე რაც დავინახე, მოტივაციის ძალიან, ძალიან მაღალი დონე იყო და ძალიან კმაყოფილები ვართ მატჩით. რთული იყო, რადგან ამ სიცხეში თამაში რთული გახლდათ, მაგრამ ვფიქრობ, ძალიან კარგი მატჩი ვითამაშეთ“, - თქვა ლუის ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ მეორე ტურში „ბოტაფოგოს“ შეხვდება, მატჩი 20 ივნისს, დილის 05:00 საათზე გაიმართება.