თამაშგარე

12:10 | 16.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

დავიდ ნერესმა გერმანელ მოდელზე იქორწინა

დიდებული ჟამი უდგას „ნაპოლის“ ბრაზილიელ ფეხბურთელ დავიდ ნერესს. იტალიის ჩემპიონობით მოგვრილი სიხარული ჯერ კიდევ არ განელებოდა, რომ ადგა და ბედნიერი დღეები დიდი ხნის მოლოდინით აღსავსე ქორწინებით გაიხანგრძლივა და ამით ნამეტნავად გაახარა მისი მშობლები.

დავიდმა ცოლად გერმანელი მოდელი კირა ვაინონი მოიყვანა, რომელთანაც ექვსწლიანი ტრფიალებანარევი ურთიერთობა ისედაც აკავშირებდა. ამ ურთიერთობას შესაბამისი ნაყოფიც ახლდა თან ქალიშვილის სახით, რომელსაც სახელად კირას აჩემებით ჰუპი დაარქვეს. ქორწილი რა თქმა უნდა ბრაზილიაში შედგა და მასში წყვილის ნათესავების და მეგობრებს გარდა, „ნაპოლის“ თითქმის სრული შემადგენლობა იყო დაპატიჟებული. სამწუხაროდ არ არის ცნობილი ქორწილის ბოლოს მაყრებმა იჩხუბეს თუ არა. ისე კი გერმანულ-ბრაზილიური ჯახი ყველგან საინტერესოა.

0.095345