სხვა

11:30 | 16.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

უმარ ნურმაგომედოვმა მერაბ დვალიშვილთან მარცხი აღიარა

UFC-ის დაღესტნელმა მებრძოლმა უმარ ნურმაგომედოვმა ჟურნალისტებთან მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, სადაც კომენტარი მერაბ დვალიშვილთან წაგებულ ბრძოლაზეც გააკეთა. აღსანიშნავია, რომ უმარმა ხანგრძლივი დროის შემდეგ აღიარა, რომ იმ ბრძოლაში მსაჯებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს და მერაბი გამარჯვებას იმსახურებდა.

„როდის დავუბრუნდები ოქტაგონს და ვარჯიშს ჯერ ჯერობით კვლავაც უცნობია, რადგან ვარჯიშებს და დარტყმების განხორციელებას ექიმები ისევ მიკრძალავენ. აქედან გამომდინარე კემპის დაწყებას ან ბრძოლის ჩანიშვნის აზრს ვერ ვხედავ. ასეთ სიტუაციაში დავთანხმდი მერაბთან ჩხუბსაც, ამას თავის მართლების გამო არ ვიძახი, ვაღიარებ, რომ მერაბმა მაჯობა და დავმარცხდი.“ „ჩემს ბოლო ბრძოლაში რაც მოხდა ეს ყოვლის შემძლე ალაჰის ნება იყო, რომლის ნებასაც ვერავინ აღუდგება წინ. მას, რომ ჩემი მოგება გადაეწყვიტა, ხელი არ მომტყდებოდა.“ - განაცხადა უმარმა.

შეგახსენებთ, რომ უმარ ნურმაგომედოვი დაუმარცხებელი მებრძოლი იყო(18:0), მანამ სანამ მერაბ დვალიშვილს არ შეხვდა. ქართველმა „მანქანამ“ 19 იანვარს დაღესტნელი მებრძოლი მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი პირველად დაიცვა.

სარეკლამო ადგილი - 9
250 x 250
0.167239