ფეხბურთი

12:47 | 16.06.2025 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლი“ კოლუმბიელი თავდამსხმელით დაინტერესდა

„ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. როგორც იტალიური გამოცემები იტყობინებიან, ანტონიო კონტეს შემტევი ხაზის გაძლიერება სურს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, „პარტენოპეი“ 21 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელით ჯონ დურანით დაინტერესდა და „ალ-ნასრისთვის“ სარფიან შეთავაზებას ამზადებს.

როგორც ცნობილი ხდება, დურანის გადაბირებით, „ნაპოლის“ გარდა, თურქული „ფენერბახჩეც“ არის დაინტერესებული.

ცნობისთვის, „ალ-ნასრიმ“ კოლუმბიელი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში „ასტონ ვილადან“ 77 მილიონად შეიძინა. ამ დროისთვის კი ტრანსფერმარკეტის მონაცემებით, მისი ღირებულება 35 მილიონია.


0.091171